|
2020-06-02 11:49:50, 1360 ნახვა
საზოგადოება
ანდრია სარია - მრევლი ვალდებულია იცოდეს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს
მრევლი ვალდებულია იცოდეს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს და გვთავაზობს ნორმის სახით, - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით მათ უკვე გაგაზავნეს კითხვები სინოდთან, თუმცა სინოდის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა. „სხვათაშორის, როდესაც მე პირადად ვუთხარი მეუფე შიოს, დოკუმენტაცია რომ მოგიტანოთ კონკრეტულად იმ დარღვევაზე, რასაც მეუფე პეტრე და მეც ვაჟღერებდით, მეუფე შიომ მითხრა, როდესაც მე დავუკონკრეტე არის თუ არა ეს გარანტი, რომ ყველაფერი აღსრულდება როგორც საჭიროა. მან თქვა, რომ მე შინაგან საქმეთა მინისტრი კი არ ვარო. შესაბამისად, როცა მღვდელმთავარი ასეთ განცხადებას აკეთებს და მისთვის კანონიც კი სისულელის დონეზეა დასული, არანაირი ჩარჩოები არ აინტერესებს, მათთან რაზე უნდა ვისაუბრო? ჩვენ საზოგადოებასთან დაუსრულებლად ვიქნებით ურთიერთობაში, რადგან მრევლი ვალდებულია და მით უფრო სასულიერო პირები, რომ იცოდნენ და არაფერი დამალული არ იყოს იმ სიმახინჯეზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ახორციელებს და რასაც ფაქტობრივად გვთავაზობს ნორმის სახით“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)