03:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 11:30:52, 1424 ნახვა

საზოგადოება
ანდრია სარია - მეუფე იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომლის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა

„იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომელიც ცხადად ჩანს და მის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა“, - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეუფე იაკობი არ მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები სახელმწიფო მოხელეებსა და საეკლესიო წარმომადგენლებზე.

„ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები საპატრიარქოს წარმომადგენლების ბრალი და სუს-თან თანამშრომლობის ბრალი. უკვე დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს. არც მალავს ის, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს ვერ უზამს და ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი, ვინ გაბედავს? ასეთ ტონალობაში როდესაც მღვდელმთავარი საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა და ჩვენ ვთვლით, რომ საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაიშლება.

იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთაშორის, რომელიც ცხადად ჩანს და მის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის რომ სვამს ეს ყველამ ვიცით და არაფერი არ არის. თურმე მღვდელმთავარიც შეიძლება ლოთობდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სმით იქადაგოს, მაგრამ ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, რომ მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ არ დასვამენ. საზოგადოება დაიღალა და აღარ სურთ მეუფე იაკობის სიგიჟის მოსმენა. ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics