03:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 17:54:40, 1247 ნახვა

საზოგადოება
მეღვინეობის მხარდაჭერის ღონისძიებებზე, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს, - კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

საუბრისას განიხილეს მსოფლიო პანდემიის გამო მეღვინეობის ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობა და ზარალი, რომელიც დარგმა შემცირებული ტურიზმის პირობებში მიიღო.

იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რომლებიც მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს, რაც ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადალახვაში შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავებაში პრობლემები არ შეიქმნას და რთველის სეზონს როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics