|
2020-06-01 13:17:56, 1266 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის გადაწევის აუცილებლობა არ არსებობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ და ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ, შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)