|
2020-05-31 15:39:23, 1333 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციელის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიატ ეივაზოვი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიციელის დღეს ულოცავს. "ნება მიბოძეთ, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის დღე და თითოეულ თქვენგანს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თქვენს მნიშვნელოვან და დიდებულ საქმიანობაში. დღეს ქართული პოლიცია ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს და კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით. მსურს, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო ჩვენი უწყებათაშორისი მიზნობრივი ურთიერთობის დონე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ეყრდნობა, კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და მუდამ შეინარჩუნებს განვითარების ტემპს. ამ სასიხარულო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას საქართველოს მეგობრულ ხალხს"- ნათქვამია ვილაიატ ეივაზოვის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)