16:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 13:14:50, 1454 ნახვა

კომენტარი
მიტროპოლიტი ანტონი ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე - სანანებელი რა მაქვს?

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანტონმა ისაუბრა საკუთარ ქადაგებაზე, სადაც დასვა საკითხი, რომ სინოდზე აუცილებლად განიხილავდა ხელახალი რეფერენდუმის საკითხს და მოსახლეობას კითხავდა უნდოდა თუ არა საქართველოს ევროპა.

მეუფე აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, "სანანებელი რა მაქვს, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება?"

"ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი?! ინფორმაციაზე ძალადობთ და ინტერპერეტაციას აძლევთ, თქვენ შესვით ხალხი ამაზე. ხომ არის სიტყვის თავისუფლება, ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? მე გეკითხებით, თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ თუკი იმათი ხალხია და ასე იქცევიან, აქედან რა გამოდის, საიდან მოგდით ეს ამბები? ამასაც ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ, რომ არ ვაპირებ ამაზე საუბარს. ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, მოდის ტაძარში. სანანებელი რა მაქვს, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება? ეს ჩემი სივრცეა და დატოვეთ ტერიტორია", - განაცხადა მიტროპოლიტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics