|
2020-05-31 10:11:51, 5217 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა
BBC-ის ცნობით, ამერიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ღამის საათებში კომენდანტის საათი გამოცხადდა. როგორც ცნობილია, მინესოტას შტატში ღამით ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცი მობილიზდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი ღონისძიებები ორი დღით ადრე რომ მიეღოთ ზიანი ნაკლები იქნებოდა. ტრამპი აღნიშნავს, რომ გვარდია დიდ სამსახურს ასრულებს. ამასთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეებს „მძარცველები და ანარქისტები" უწოდა და მათ ძალადობაში დასდო ბრალი. მედიის ცნობით, კორკ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები 30-მდე ქვეყანაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)