|
2020-05-30 17:50:10, 1633 ნახვა
ეკონომიკა
AE SOLAR GEORGIA -ს გენერალური დირექტორი - საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია აშშ-სა და ევროპაში
კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დუბრიკ ფოტრაპოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო. დურბიკ ფოტრაპოვის განცხადებით, გერმანული კომპანიის მიერ 2018 წელს საქართველოში მზის პანელების პირველი ქარხნის გახსნა და ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შედეგი იყო. „საქართველო ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტიციების თვალსაზრისით, რადგან მთავრობა ხელს უწყობდა პირდაპირ ინვესტიციებს და სპეციალური რეგულაციები დააწესა გადასახადების, გამჭვირვალეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის GSP-ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან", - აღნიშნა მან. AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის გამო არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კომპანია საქართველოში საწამოო პროცესის გაფართოებაზე მუშაობს. კერძოდ, წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე გაიზრდება, შესაბამისად, შეიქმნება აზალი სამუშაო ადგილები. „ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მზის პანელებს ერთი წლის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე, რადგან საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში", - განაცხადა დურბიკ ფოტრაპოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)