04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 13:11:13, 1358 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განათლების როლი პანდემიის შემდგომ პერიოდში და ღია დიალოგი კერძო სექტორთან

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გამართა. შეხვედრა დაეთმო ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გამახვილდა, რომლის წინაშეც კერძო სექტორი აღმოჩნდა პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში. შეხვედრის მიმდინარეობისას, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე პერიოდში გამოვლენილ საჭიროებებზე, ხოლო მინისტრის მოადგილემ  პროფესიული განათლების ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მორგებაც ეფექტური იქნება აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად - ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადებისა და ტრენინგების მიმართულებით ბიზნესის მოკლევადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ღია დიალოგის ფორმატის ლოგიკური გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს კამპანიას ბიზნეს სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამოწვევებისა და სამუშაო ძალის გადამზადების საჭიროებების იდენტიფიკაციის მიზნით.

თამარ ქიტიაშვილთან შეხვედრას  ეროპული ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორიდან და მონაწილე ბიზნესის/სექტორული ასოციაციების მოწვეული წარმომადგენლები: ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია, ლე-როშეს წარმომადგენელი საქართველოში,“შუხმან ვაინს ჯორჯია”, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია, თეგეტა აკადემია, კომპანია “აჭარა ტექსტილე”, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, კომპანია “SafCo”.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics