|
2020-05-29 16:47:39, 1136 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერის კეთილმოწყობას ივნისის ბოლოს დავასრულებთ და ზღვის უბანში კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 217 546 ლარს დახარჯავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)