|
2020-05-29 16:34:36, 1376 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - „ქართული ოცნების“, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის მუდმივად გამორჩევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა
ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და ჩვენი როგორც შეტევის მთავარი ობიექტის მუდმივად გამორჩევა არასწორია, - ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციას. არ ახსოვს როგორც მან აღნიშნა, არ ახსოვს გამოსვლა, სადაც მთავარი შეტევის სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“. „არასდროს არ ავყოლივარ ცდუნებას, რომ მეპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოსვლებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ენერგია, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, სადაც მთავარი შეტევის სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა და ერთი რეზოლუცია საკმაოდ მოუმზადებელი, გაუმართავი სამართლებრივად არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი. უნდა შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია და ბევრი კიდევ იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა ალბათ დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეგ არის სასიამოვნოდ მოსაგონარი თემა, მაგრამ მთლიანობა ეს არის. ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და მითუმეტეს მუდმივად გამორჩევა ჩვენი როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არასწორია და არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რაც შეეხება აქ „ნაცკლასტერს“, მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და სადიზმის რამხელა დიაპაზონი და რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ამით. სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილია ბოლოსდაბოლოს. რომელ ბავშვებზე გიზრუნიათ საერთოდ? ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე? განსაკუთრებით 2008 წელში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)