07:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 15:48:53, 1395 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე - კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო - სინამდვილეში 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მას არა ტყუილი, არამედ 8 სიმართლე თქვა.

„თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო - 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა. აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომან გოცირიძემ დღეს, პარლამენტში, სადაც პრემიერს ინტერპალაციის წესით უსმენენ  5 წუთში 8 ტყუილი თქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics