|
2020-05-29 15:30:34, 1576 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი პრემიერს - იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ კორუფციას ეძახით, საქართველოს მოქალაქეების მომავალი შეჭამა
თქვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული წლების მანძილზე 4%-იც კი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების მომავალი შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას „ბატონო პრემიერო, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ დღეს აქ ეკონომიკურ წარმატებაზე, რომელიც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა და იმაზე, რომ თურმე თქვენ არ დაგხვდათ 2012 წელს განვითარებული დასავლური, ევროპული ეკონომიკა. არა, ასეთი არ დაგხვედრიათ, მაგრამ თქვენ დაგხვდათ ეკონომიკა, რომელიც იზრდებოდა საშუალოდ წელიწადში 8%-ით იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენ ჩამოგვიყვანა იმ ორნიშნა ზრდიდან, რომელზეც მანამდე მიდიოდა ქვეყანა 5 წლის მანძილზე. თქვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული წლების მანძილზე 4%-იც კი არ არის. ამიტომ, ხვდება დღეს საქართველო ისეთ სიღარიბეში, როგორშიც ხვდება პანდემიის გამოწვევებს. სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა? რატომ უნდა ყოფილიყო დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე დღეს არის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებდით თუნდაც იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც გვქონდა 2012 წელს. სად წავიდა ეს ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი? ბატონო პრემიერო, საქართველოს მოქალაქეების მომავალი შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც სინამდვილეში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, როგორც ქრთამის მიცემა, ასევე ქრთამის აღება. გინდა ქართულ-ჯიგრული მიდგომა დაუძახეთ ამას და გინდ რაიმე სხვა. სწორედ ამ კორუფციამ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი ცხოვრება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)