15:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 13:16:34, 1206 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - პრემიერს ვკითხავთ იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ იკადრა პარლამენტში

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, სერგი კაპანაძე, პრემიერ-მინისტრის კითხვები ისევ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით აქვს.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის აუღია.

„ჩვენი ინტერპელაცია პრემიერ-მინისტრთან დღეს ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება ჩვენ მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია.

გარდა ამისა, ვკითხავთ იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics