|
2020-05-29 10:02:08, 1339 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორისაა თბილისის მეტროც. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 27 მაისს მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ერთი თვის წინ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს. დღეს გვაქვს საშუალება, რომ ეს გეგმა უფრო დავაჩქაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამსუბუქოთ შეზღუდვები. კონკრეტულად 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესები დაცვით, ეს გახლავთ პირბადის ტარება“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)