10:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 19:55:07, 1391 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ ონლაინ ვებინარის, „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო", მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმასა და პოსტკრიზისული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ონლაინ ვებინარზე „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით გაიმართა.

მასში ასევე მონაწილეობდნენ  პოლონელი რეფორმატორი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი.

მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიის გავრცელების პრევენციის ეფექტური ქმედებების გატარებით, შესაძლებელი გახადა საკარანტინო შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა და ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავება. მან დეტალურად ისაუბრა პანდემიის პრევენციის ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმები, რომელთაც პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკას.

ვებინარის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლების სფეროზე საქართველოსა და მსოფლიოში და რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას განათლების სექტორი, როგორი იქნება პოსტ-პანდემიური მსოფლიო ეკონომიკა - მსოფლიო დეგლობალიზაციის პირისპირ თუ გლობალიზაცია ახალ საუკუნეში, როგორია საქართველოს მთავრობის გეგმები ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics