13:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 15:35:40, 358 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: რუსეთთან ურთიერთობაში მსოფლიოს მეტი ძალისხმევის გამოვლენა სჭირდება

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ში „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის დროს „ლენინგრადის ბლოკადის“ შესახებ გაკეთებული განცხადება განმარტა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი გამოსვლა კონტექსტიდან ამოვარდნილი და ორიგინალური ინტერპრეტაციებით გაშუქდა. 
თინათინ ხიდაშელის თქმით, მთელ მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოვლენა რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ეკონომიკური სანქციებია.
„სიდუხჭირის გაგება არის სრულად განსხვავებული რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყანაშიც, სადაც მე ვიმყოფებოდი. ამის საუკეთესო მაგალითი იყო ლენინგრადის ბლოკადა, ის გამძლეობა, რომელიც იქ რუსმა ხალხმა აჩვენა. სანქციები კარგია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, მან გააერთიანა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ არ არის საკმარისი. მთელ მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა და გამოვლენა რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ეკონომიკური სანქციებია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი პატარა კომპონენტი იმ ქმედებებისა, რომელიც უნდა დაუპირისპიროს მსოფლიომ რუსეთს და თბილისიდან დანახული მსოფლიოს რეაქციის ყველაზე სწორი პასუხი იქნებოდა - გაფართოება" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics