|
2020-05-28 16:39:31, 1316 ნახვა
საზოგადოება
სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სათბურის აირების სექტორული გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგების და სამომავლო ქმედებების გაცნობას დაინტერესებული საზოგადოებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის 1990-2017 წლების პროცესები და შედეგები. ასევე განიხილეს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის 2016-2017 წლების პირველადი შედეგები ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და სატყეო მეურნეობის სექტორებში. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)