|
2020-05-28 13:57:44, 1250 ნახვა
საზოგადოება
რჩეულიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული მოედანი ახლით შეცვალა. პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა უბანში მოვაწყოთ მსგავსი სივრცეები და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ყველამ შეძლოს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)