01:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 10:57:11, 14547 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 32 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში ახალი ინფიცირებული არ შემოუყვანიათ. გვყავდა 34 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე 32 დადასტურებული პაციენტი მკურნაობს ჩვენთან. იმ სამი მძიმე ავადმყოფის დინამიკაც არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა. დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დინამიურად გაუმჯობესებულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics