08:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:35:53, 1150 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - შემდეგი 3-4 თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ კოვიდ19-ის მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია

შემდეგი 3-4 თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ კოვიდ19-ის მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ორი რაღაცისთვის მზად - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს მათ.

„დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა გვესმოდეს და ეს მინდა პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა რომ მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს სამი-ოთხი თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სიტემა, სოციალური სისტემა იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომას ჩვენ შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია. ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ორი რაღაცისთვის მზად - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნება ეს ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics