09:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 15:52:18, 1018 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და რა თანხაზეა საუბარი, რომელიც უნდა სახელმწიფომ დღეს გადაიხადოს იმ სისხლიანი დანაშაულებებისთვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა", - ამ კითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მიმართა.

გია ვოლსკი, ასევე, დაინტერესდა, რა ღონისძიებებით შეხვდება საქართველო წინასაარჩევნოდ კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას და რა გამოცდილება მიიღო ამ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ.

„არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო პერიოდი. ასევე, როგორც ოქტომბრის პერიოდი, უნდა დაიგეგმოს, განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს სერიოზული გამოცდა პოლიტიკურ სფეროში წარმატებით გადავლახოთ. აქ იყო კიდევ შეკითხვა, თუ როგორ გავართმევთ დამკვირვებლების დიდი რაოდენობის ჩამოსვლას. მესამე შეკითხვა არის გამოცდილებასთან დაკავშირებით - რა გამოცდილებით მივდივართ, რა სისუსტეები გვიჩვენა ამ პერიოდმა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გავითვალისწინოთ და თუ გვქონდა ასეთი გამოცდილება გასული პერიოდიდან, 2005-დან ან 2008 წლებიდან, რა დაგვიტოვა იმ პერიოდის მთავრობის საქმიანობის გამოცდილებამ", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრემიერ-მინისტრს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics