06:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 11:44:17, 1055 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო.

„ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

„აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა - პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ  მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშანები არ გაჩნდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისიდან დედაქალაქში ასევე, მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics