2020-05-27 00:32:29, 1588 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - თბილისმა რუსეთს საქართველოში ფრენის ნება უნდა დართოს
რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველოს მთელი ტერიტორია მიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის, თუმცა მზად ვართ მითითებულ ზონებში სადამკვირვებლო მისიის ფრენები დავუშვათ იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის "ღია ცის ქვეშ" შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო პოზიციაზე და უზრნველყოფს რუსეთის ავიალანერების მის ტერიტორიაზე მიღებას - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,