11:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 16:06:57, 1491 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება

„გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე.

„ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტშო, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლობების გამო, მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ და ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics