14:41 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 13:04:33, 1159 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მიზანია, ქვეყნის გამთლიანება, ამ მიზანს მშვიდობიანად, შრომით უნდა მივაღწიოთ

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი, ყველას მიზანია, ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ, ყველას გვესმის, რომ  ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით და ჯარმაც ამ შრომაში უნდა შეიტანოს თავისი დიდი წვლილი - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ვაზიანში,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს.

„ჩვენ, ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით,   იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics