|
2020-05-26 11:55:34, 1164 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა, ჩვენ მათ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ
საქართველო დღეს თავისუფალია და ეს გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო პანდემიის რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა. „ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა. 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის ბევრი თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო. დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის, შესრულებაში უდიდესი როლი აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)