07:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 11:14:41, 1047 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუკუნეზე მეტი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.

„თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ამ ღირებულებებზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და განვითარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯიც ამ ღირებულებების გამტკიცებას ემსახურება.

ჩვენს მრავალსაუკუნოვან, განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყნაში ჩვენი ხალხი არაფერშია ისეთი ერთიანი, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ამ ბრძოლის შედეგის შენარჩუნებაში. ჩვენ გადავლახეთ ბევრი სიძნელე, გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც, იქნება გარკვეული სირთულეები მომავალშიც, მაგრამ საქართველოს განვითარება და წინსვლა გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics