2020-05-26 10:52:22, 1103 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავდაცვის ძალებთან აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე აღნიშნავენ.
ბაზაზე საზეიმო ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. ადგილზე მისვლამდე პრემიერი და პრეზიდენტი სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღეს 102 წელი გავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,