|
2020-05-24 19:35:16, 1360 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას და ბასილაშვილის საქმის შეფასებისგან თავს იკავებს
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. აღნიშნულის შესახებ ფედერაციის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს. „საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, - აღნიშნულია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)