09:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 19:01:20, 1307 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ოლადაურის მოსახლეობას ბაირამი მიულოცა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას  რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.

შუახევის მერმა, კარაპეტში რამდენიმე დღის წინ ქარის შედეგად დაზარალებული ნოდარ დავითაძის ოჯახიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

,,დღეს რამდენიმე ოჯახს ვეწვიე,  სასურსათო კალათები მივუტანე და რამაზან ბაირამის დღესასწაული  მივულოცე. ადგილზე გავეცანი დავითაძეების ოჯახის მდგომარეობას, რომლებიც ძველ სახლში ცხოვრობენ და ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. პირველ ეტაპზე, როგორც სტიქიით დაზარალებულებს უმოკლეს ვადებში დავეხმარებით. სამომავლოდ კი ახალი სახლის შესაძენად, მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნობრივი პროგრამიდან, ან სამასალე ხე-ტყის ფონდიდან  გავუწევთ  დახმარებას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics