08:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 14:57:01, 1290 ნახვა

საზოგადოება
25-29 მაისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე მოემსახურება

25-29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, RS CAR , მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.

მათივე ცნობით, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება:

„ცაგერში, 25.05.2020, რუსთაველის ქ.N 64; გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; ასპინძაში, 27.05.2020, მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია,10:00-17:01; ონში, 27.05.2020, აღმაშენებლის მოედანი Nუ1; საკრებულოს წინ, 10:00-17:00; ნინოწმინდაში, 28.05.2020, პუშკინის ქუჩა; გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, 10:00-17:00; ხულოში, 28.05.2020, გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; შუახევში, 29.05.2020, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics