13:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 11:16:01, 1314 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება

ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

„დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტროსა და მეცნიერებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა  დარგობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა მინისტრს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს.

საუბარი შეეხო ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის, დარგობრივი პროგრამების და აგროსასურსათო სექტორის  ყველა რგოლის განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics