|
2020-05-22 17:35:00, 1417 ნახვა
პოლიტიკა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტით გასატარებელი დროებითი ღონისძიებების ვადად 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა კანონპროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს. შეთანხმებისამებრ, როგორც მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს საბოლოოდ მოხდა თარიღის დაზუსტება, რათა მავანთა მხრიდან სპეკულაციებს არ ჰქონოდა ადგილი და ორივე კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში უკვე დადასტურებულია, რომ კანონით შემოღებული ნორმები არის დროებითი და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 15 ივლისი. სხდომის წამყვანის, ვლადიმერ კახაძის განაცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კანონპროექტის ცალკეული ნორმების მიმართ გაჩენილი კითხვის ნიშნები მოხსნილიყო და კანონპროექტიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. „საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, ვფიქრობ ამით ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, რომ ეს კრიზისული ვითარება მართოს. ამის საკანონმდებლო საფუძველი ნამდვილად საჭირო იყო, მიტ უფრო რომ პანდემია ჯერ არავის გაუუქმებია. არაერთი ქვეყანა პრობლემების წინაშე დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იყო რეგულაციების შემოღება, საკმაოდ დაგვიანებით განხორციელდა ცალკეული ქმედებები. ჩვენი ქვეყანა იმიტომ გამოიყურება გამორჩეულად სასიკეთოდ ეპიდემიოლოგიურად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების, რომ ჩვენ დროულად დავიწყეთ ქმედებები. მაგრამ დაავადებას ბოლომდე სჭირდება მკურნალობა, ამიტომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება დროებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სწორია", - განაცხადა კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას დიმიტრი ხუნდაძემ. გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ ვარიანტს ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომას დღესვე წარედგინება. საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: დიმიტრი ხუნდაძეს, ილია ნაკაშიძეს, ვლადიმერ კახაძეს, ზურაბ ხაჩიძეს, დიმიტრი მხეიძეს და კობა ნაკაიძეს. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)