09:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 16:41:06, 1291 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ილია  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება.  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან  დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე,   ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის  გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

ამ დროისთვის,  საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე,  პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება  ასფალტის საფარის ბოლო ფენები.  ამ ეტაპზე,   საფეხმავლო სივრცეებში  (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.  გამზირზე მსგავსი მასშტაბური  სარეაბილიტაციო  სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს   გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics