|
2020-05-22 15:38:34, 1341 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მმართველი გუნდის კანონპროექტზე - რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც პროექტში არ აისახა
საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებების ნაწილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება, რის გამოც სახალხო დამცველი დეტალურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს. „ინიცირებული კანონპროექტი საკმაოდ პრობლემური იყო და ხარვეზებს შეიცავდა. ადამიანის უფლებებზე მისი ნეგატიური გავლენის შერბილებისა და საკანონმდებლო პაკეტის გაუმჯობესებაში პოზიტიური წვლილის შეტანის მიზნით, სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრებები ერთი დღის ვადაში მიეწოდა საქართველოს პარლამენტს. მათი ნაწილი ამ დროისათვის (მეორე მოსმენის წინ) გათვალისწინებულია, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ: 1) მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი); 2) „შესაძლო ინფიცირებული პირის“ იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს; 3) ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის; 4) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტში განხორციელებული ეს ცვლილებები და ის საკითხი, რომ მათ დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები წესრიგდება სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და არ ქმნის მისი სპეციფიკურად დარეგულირების საჭიროებას. კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში. სახალხო დამცველი დეტალურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი უზრუნველყოფისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ჩათვლით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)