2020-05-22 11:08:26, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ერთ ავტომობილში სამი ადამიანის გადაადგილების შესახებ შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება
ერთ ავტომობილში სამი ადამიანის გადაადგილების შესახებ შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა სხვა სახის ტრანსპორტზე აღარ გაგრძლედება.
„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა მზადაა გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად, რომ გაუქმდება კომენდატის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები.
ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნის შეზღუდვა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებზე გაუქმდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან