11:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 14:20:09, 1039 ნახვა

საზოგადოება
ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს  ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე,  ტროტუარი და  ბორდიური მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენი რაიონისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე ამორტიზებული სამანქანო გზა  გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. მთაწმინდის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ახლახანს დასრულდა მაჭავარიანის ქუჩის  სრული რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ტატიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს და  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი არის გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics