|
2020-05-20 19:57:56, 1203 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების - სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან ერთად, ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 000-ია. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა. პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დაიწყება. სამუშაო შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ გამოწვევებსაც, რომელიც მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ხელმისაწვდომობა ონლაინრეგისტრაციაზე და შესაბამისად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები უფრო სწრაფად გაიცეს, საქართველოს მასშტაბით მეტად აქტიურად იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 70 ტერიტორიული ერთეული.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)