2020-05-20 14:40:15, 1179 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: კორექტულობის ნიშანია, როცა პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ, მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს აცნობებს
„პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ, მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს აცნობებს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტების მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნაა.
„ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,