00:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 14:42:23, 543 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია: წელს კახეთში სეტყვა 34-ჯერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უმრავლესობის პრევენცია სრულფასოვნად მოხდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საერთო ჯამში,  სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის მოქმედებით კმაყოფილია. როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით, კახეთში სეტყვა 34-ჯერ აიცილეს თავიდან და მხოლოდ 2-3 ჯერ ვერ მოხდა ღრუბლების დაშლა და ესეც იმის გამო, რომ  "ფორმირების კერა დაცვის არეალს გასცდა"
ამასთან დანელიას თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 80-90%-იანი საშუალებაა.
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 80-90%-იანი საშუალება გახლავთ და მინდა გითხრათ, რომ წელს კახეთში უნდა ყოფილიყო 34 სეტყვა, შესაბამისად იყო მხოლოდ 2-3, ეს გახლავთ შედეგი. გუშინწინ იყო ანალოგიური რისკი, რომლის   პორევენცია სრულფასოვნად მოხდა და საერთოდ არ მოსულა სეტყვა და გუშინ მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა ისიც იმის გამო, რომ დაცვის არეალს გასცდა ფორმირების კერა",-განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, სტიქიამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა.
ყვარელში სეტყვის შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მოსავალი განადგურდა.
სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც.
სტიქიის შედეგად, ასევე დაზარალდა სოფელი ჯოყოლო. დაიხოცა შინაური ფრინველი და მოსავალი განადგურდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა  მიმდინარე წელს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ" შექმნა.
დანადგარმა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით უნდა შეამციროს.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის შემცირებას ისახავს მიზნად. 
რადარი სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზეა განთავსებული, საიდანაც 83 საცეცხლე წერტილი იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics