2020-05-20 11:13:47, 1165 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები ევრო 6 ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები ევრო 6 ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული და სწრაფი. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ ყვითელი ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის, მისი დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის იყო გარკვეული დისკომფორტი ამ ავტობუსებით გადაადგილებისას. ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები და თბილისს ეყოლება განახლებული ევრო 6 ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან