11:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 10:45:41, 1076 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებაზე - მე ვერ წარმომიდგენია ჩვენ როგორ არ უნდა მივცეთ ხმა ასეთ ინიციატივას

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ არ უნდა დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას მაშინ, როცა ეს საკითხი თავის დროზე მოითხოვეს მათ.

მისი თქმით, ცვლილების ჩაგდება მისთვის არის წარმოუდგენელი.

„ამ ცვლილებების ჩაგდება, რომელმაც საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოს ყველა ვალდებულება რაც აიღო, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინც ხმას ვაძლევთ ამ კანონპროექტს, ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია ჩვენ როგორ არ უნდა მივცეთ ხმა ასეთ ინიციატივას, რომელიც ჩვენვე მოვიწონეთ, ჩვენვე მოვითხოვეთ და მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics