|
2020-05-20 09:54:24, 1140 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი - აშშ-ის თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან - მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120 ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი IR თერმომეტრი გადასცა, რაც უწყების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ეფექტურად განახორციელონ პანდემიასთან საბრძოლველად მათზე დაკისრებული მოვალეობები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. “პირველ რიგში, მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივულოცო ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც კოვიდ-19-თან საბრძოლველად გადადგა. უწყების ღონისძიებები სრულად იყო კოორდინირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ისტორია აკავშირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები სწორედ იმ თანამშრომლობაზე მიუთითებს, რაც წლებია, უკვე არსებობს ჩვენ შორის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკიმა ჯოზეფ ბილბომ.
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)