12:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 21:17:45, 1491 ნახვა

საზოგადოება
პანდემიის დროს პარლამენტი განიხილავს აჩუქოს თუ არა მღვდლებს 20 ჰა-მდე ტყე

20 მაისს საქართველოს პარლამენტი კვლავ გეგმავს ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს მიეცემა ახალი პრივილეგიები და ექსკლუზიური უფლება, საკუთრებით მიიღოს საქართველოს ტყეები.

როგორც პარლამენტის ანონსშია აღნიშნული, 20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენა.
მესამე მოსმენა საბოლოოა, რის შემდეგაც პარლამენტს მიეცემა შესაძლებლობა, პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცოს აღნიშნული ცვლილებები.

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკვე მესამედ ეხმიანება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI]

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების მცდელობა პარლამენტს მიმდინარე წლის 16 აპრილსაც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics