11:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 17:17:10, 1242 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, თუ როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებას

„ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებასა და ჩაშლას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დღევანდელი სხდომა გარკვეულწილად გაფრთხილება იყო ბიძინა ივანიშვილისთვის.

„ეს სხდომა იყო გარკვეულწილად გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებასა და ჩაშლას. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ასევე მოგვიწოდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. იმიტომ, რომ უკვე ძალიან დიდი არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics