13:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 20:31:14, 1249 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - ჩვენმა ელჩებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოში არსებული სიტუაცია გასაცნობად

ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან, ტურიზმის მიმართულებით, გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენმა ელჩებმა ძალიან აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გახსნის თვალსაზრისით, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის.

„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც უაღრესად წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი  წინგადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ, მაშინ, როდესაც ქვეყნები ეტაპობრივად იწყებენ საზღვრების გახსნას, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია, ამიტომ, ყველა ელჩი მიიღებს, დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლებთან და კრიტერიუმებთან დაკავშრებით, რა კრიტერიუმებიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებთან დაკავშრებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია და მნიშვნელოვანია, ელჩებს მთავრობის მეთაურისგან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

„აუცილებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია და აუცილებელია ასევე, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ელჩებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics