10:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 17:16:21, 1010 ნახვა

პოლიტიკა
ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან გაგა კირკიტაძესთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.  

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  სააგენტოში  ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის სამსახური შეიქმნა, რომლის  ძირითად ფუნქციებს,  ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ასევე, უახლოეს მომავალში, ფუნქციონირებას დაიწყებს ინტეგრაციის ცენტრი, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ქართული ენის შესწავლისა და სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს კონსულტაციას გაუწევენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვისა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით.

დევნილთა სააგენტოსა და მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი სერვისების შეთავაზების მიზნით, მომავალში,  კოორდინირებული მუშაობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics