12:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 16:32:55, 1472 ნახვა

საზოგადოება
მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ  განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. ამ ქუჩაზე ეს მხოლოდ  ერთი გარე სკვერია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი  გამოვიდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და კეთილმოწყობილი დასასვენებლი სივრცე შევქმნათ და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 179 799 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics