2020-05-18 14:55:12, 1171 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი, კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი
„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი, კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ცუდი არჩევანი არის იქ გადასვლა, სადაც თვითონ და გიგი უგულავა იმყოფებოდნენ.
„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი, კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა. ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება. ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ეს მასზეა დამოკიდებული. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან